საუბრების ანალიტიკა

საუბრების შეფასება, სადაც ყველა ქულას დასაბუთება და მტკიცებულება აქვს

აირჩიეთ პერიოდი, არხები და თანამშრომლები. დაწყებამდე ხედავთ, რამდენი საუბარი გაანალიზდება და სავარაუდო მოხმარებას; შედეგები ფონურად მზადდება.

შეფასების შედეგი · საუბარი #1042სადემონსტრაციო მონაცემები
საერთო ქულა6/10გამორჩენილი შემდეგი ნაბიჯისიმძიმე: საშუალო

კრიტერიუმები და საწყისი წონები

  • სიზუსტე 25%8/10
  • ბიზნესწესები 20%5/10
  • კომუნიკაცია 15%7/10
  • მოგვარება 20%6/10
  • გაყიდვის შესაძლებლობა 10%4/10
  • რეაგირების დრო 10%7/10

საწყისი წონები; ადმინი მათ rubric-ის ახალ ვერსიაში ცვლის.

მტკიცებულება · შეტყობინება #7

„კარგი, თუ გადაწყვეტთ, ისევ მოგვწერეთ.“

კლიენტი ჩაწერაზე კითხულობდა; ოპერატორმა დრო არ შესთავაზა და საკონტაქტო მონაცემი არ მოითხოვა.

გადახედვა: მოლოდინში

მხოლოდ მისალმების შემცველი ჩატი ინიშნება როგორც „არასაკმარისი მონაცემი“, ქულის გარეშე.

რას იღებთ

  • ქულა და ექვსი კრიტერიუმი

    1–10 ქულა: სიზუსტე, ბიზნესწესები, კომუნიკაცია, მოგვარება, გაყიდვის შესაძლებლობა და რეაგირების დრო.

  • მტკიცებულება შეტყობინებაზე

    ყველა დასკვნა კონკრეტულ შეტყობინებას უკავშირდება. მაღალი რისკის დასკვნა მტკიცებულების გარეშე არ მიიღება.

  • ადამიანის გადახედვა

    დაადასტურეთ, უარყავით ან შეასწორეთ ქულა კომენტარით; ორიგინალი AI შედეგი ისტორიაში რჩება.

  • პრობლემების რიგი

    არასწორი ინფორმაცია, მოუგვარებელი მოთხოვნა, უხეში ტონი, გამორჩენილი ნაბიჯი — ფილტრით არხისა და თანამშრომლის მიხედვით.

  • სამართლიანი გამიჯვნა

    AI-ისა და ადამიანის მონაკვეთები ცალ-ცალკე ფასდება; გადაცემის შემდეგ თანამშრომელი სხვისი პასუხისთვის არ ფასდება.

როგორ მუშაობს

  1. ნაბიჯი 1აირჩიეთ პერიოდი და ფილტრები
  2. ნაბიჯი 2ნახეთ წინასწარი შეფასება
  3. ნაბიჯი 3გაუშვით ფონურად
  4. ნაბიჯი 4გადახედეთ პრობლემებს

ხშირად დასმული კითხვები

ეს თანამშრომლის შეფასებაა?

არა. ეს კონკრეტული საუბრის შეფასებაა და არა ადამიანის კვალიფიკაციის საბოლოო დასკვნა.

რა ხდება ძალიან მოკლე ჩატზე?

თუ კონტექსტი საკმარისი არ არის, შედეგია „არასაკმარისი მონაცემი“ და ქულა არ ინიშნება.

შეუძლია გადამხედველს ქულის შეცვლა?

დიახ, კომენტარით. ორიგინალი AI შედეგი ინახება, ხელახალი ანალიზი კი ახალი ჩანაწერია.

ნახეთ თქვენს სცენარზე

მოკლე დემოში გავივლით თქვენს არხებს, გუნდსა და ლიდების გზას.